გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„ბოდიშიც მოვუხადე“ - რატომ შეცვალა რასინგის მწვრთნელმა გულიაშვილი

სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტო ლოპესმა „ალავესთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რატომ გაიყვანა მოედნიდან გიორგი გულიაშვილი, რომელიც თამაშში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო.

„რაც შეეხება გულიაშვილს, რომელიც ცვლილებაზე შევიდა და შემდეგ ისევ შევცვალე, ეს სპეციფიკური სიტუაცია იყო. ცვლილებაზე შესული ფეხბურთელი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად შევცვალე. მას ბოდიშიც მოვუხადე.

ფეხბურთელებს პატივს ვცემ და არ მინდა ვინმეს გამორჩევა, მაგრამ ამას სიტუაცია მოითხოვდა: ვიცოდით, რომ ბოლო წუთებზე შტურმს მოგვიწყობდნენ და ჩაწოდებებზე გადავიდოდნენ. ამიტომ საჯარიმოში ტანმაღალი ფეხბურთელები გვჭირდებოდა“.

ცნობისთვის, იასინ ზაბირის დუბლით „რასინგმა“ „ალავესს“ 2:1 მოუგო და 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის გოლი - ფროზინონემ და ჯენოამ ქულები გაიყვეს
კვერნაძის გოლი - ფროზინონემ და ჯენოამ ქულები გაიყვეს