ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

„ჩემზე კარგი სეზონი არავის ჩაუტარებია“ - მბაპეს ოქროს ბურთი უნდა

რას უნდა მიექცეს მთავარი ყურადღება „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენის დროს ? ამ თემასთან დაკავშირებით გულშემატკივრებს შეკითხვები წლებია დაუგროვდათ და კონკრეტული პასუხები არ არსებობს, რადგან ყოველწლიურად პრიზის მფლობელი ისეთი მოთამაშე ხდება, ვერ მიხვდები რა იყო შეფასების მთავარი კრიტერიუმი, ან თუ მიხვდები, გაგიჩნდება ლოგიკური შეკითხვა, წელს თუ ეს იყო, შარშან რატომ არ მიექცა ამას ყურადღება და ასე შემდეგ. ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ კილიან მბაპე თვლის, რომ მასზე უკეთესი სეზონი არავის ჰქონია, რაზეც საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და რეალის ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

კილიან მბაპე

როდესაც „ოქროს ბურთს“ ახსენებენ, ჩემთვის ეს პრიზი ასოციაციას პირველ რიგში კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან აღძრავს. ვფიქრობ, „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდო ყოველთვის მათნაირ ეპოქალურ ფეხბურთელებს უნდა გადაეცემოდეს. გასულ სეზონში ტიტულები ვერ მოვიგე, პსჟ-მა კი ჩემი წამოსვლის შემდეგ ყველაფერი მოიგო, მაგრამ ეს უბრალოდ დამთხვევაა და სწორედ ჩემი „რეალში“ გადაბარგებით დაიწყო პარიზულმა კლუბმა ახალი ციკლი. გასულ სეზონში ყველა იმ ტურნირის ბომბარდირი გავხდი, სადავ ვითამაშე და ჩემზე უკეთესი წელი არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ტურნირის მსვლელობისას ჯერ მიროსლავ კლოზეს, შემდეგ კი ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა და მუნდიალის ყველა დროის მეგოლეთა დავას სათავეში ჩაუდგა, თუმცა მის ინდივიდუალურ მიღწევებს ჩრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ არც ერთი ტიტული არ მოუპოვებია.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, 25 წლის ქართველმა პსჟ-ის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ამ ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავი 10 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ფლეი ოფის ეტაპზე საგოლე მოქმედება ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შეასრულა, რის შემდეგაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო გათამაშების MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცარი მოთამაშეა, დაცვის ხაზებს მარტივად არღვევს | რუისი კვარაზე
საოცარი მოთამაშეა, დაცვის ხაზებს მარტივად არღვევს | რუისი კვარაზე