ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის ბრწყინვალე პასები | სენტ-ეტიენის პირველი მარცხი სეზონში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-6 ტურში „დიუნკერკმა’’ შინ „სენტ-ეტიენს’’ 2:1 მოუგო. მატჩის 43-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე პასით აუგუსტინ ბოაკიემ ანგარიში გახსნა, ქართველმა ფეხბურთელმა ბოაკიე მეკარესთან პირისპირ დატოვა. მეორე ტაიმში „დიუნკერკმა’’ თამაში ხალილ აიარისა და სულეიმან კეიტას გოლებით შემოატრიალა და 2:1 მოიგო.

ზურიკომ 90 წუთი ითამაშა, საგოლე პასის გარდა რამდენიმე მწვავე გადაცემა შეასრულა.

„სენტ-ეტიენი'' სეზონში პირველად დამარცხდა, თუმცა 15 ქულით კვლავ პირველზეა, მეორეადგილოსან „რეიმსს'' 3 ქულით უსწრებს.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

Ttransfermarkt-ი 25 წლის ქართველ ფეხბურთელს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე