ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა | კიოლნმა ვერდერთან ქულები გაიყო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში „კიოლნისა’’ და ბრემენის „ვერდერის’’ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა. ლუკამ 58-დან 53 პასი ზუსტად შეასრულა. მეტოქის ნახევარზე 19-დან 15 პასი ზუსტი იყო, საკუთარ ნახევარზე 39-დან - 38. ბურთთან 69 შეხება ჰქონდა, მათგან მხოლოდ 3 წარუმატებელი იყო. ბურთი 8-ჯერ დაკარგა. გაშვებული გოლი მის შეცდომას არ მოჰყოლია.

მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

ბურთის ტარების საერთო მანძილი : 222.9 მ

ბურთის ტარება და ბურთთან ერთად გადაადგილება: 25-ჯერ

ბურთთან ერთად წინსვლა მეტოქის კარისკენ:  9.9 მ

ბუნდესლიგის პირველ ტურში „კიოლნმა’’ შინ „ჰოფენჰაიმს’’ 3:2 მოუგო, მეორე ტურში სტუმრად „შტუტგარტისგან’’ 4 გოლი გაუშვა (4:1). სამი ტურის შემდეგ „კიოლნმა’’ 4 ქულა დააგროვა, 5 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.

პირველი ტურის შემდეგ „კიოლნის'' მთავარმა მწვრთნელმა რენე ვაგნერმა, რომელიც ლოჩოშვილს დიდ ნდობას უცხადებს, ქართველზე ისაუბრა.

Kicker-ის ჟურნალისტი ჯიმ დეკერი: „რენე, ლუკა ლოჩოშვილთან დაკავშირებით ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოედანზე ნამდვილი ლიდერი ყალიბდება. შენც იგივე შთაბეჭდილება გაქვს?''

რენე ვაგნერი: „დიახ, მე მგონი, ასეთი შეგრძნება უკვე ექვსი კვირაა გვაქვს. საბოლოოდ, ლოჩო პირველივე დღიდან არის ფეხბურთელი, რომელიც გასახდელში ხმას იღებს და საკუთარ აზრს გამოხატავს, ვარჯიშებზეც ბევრს საუბრობს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი და საოცარი ფეხბურთელია“ | დემბელემ კვარაცხელია შეაქო
    „ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი და საოცარი ფეხბურთელია“ | დემბელემ კვარაცხელია შეაქო