გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე, გია ნადარეიშვილი
Aa
Aa

გაგუას დუბლი | ჩემპიონატის შვიდ მატჩში 9 საგოლე მოქმედება აქვს

სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში „ტრენჩინი’’ შინ „დუნაისკა სტრედასთან’’ 1:4 დამარცხდა.

გიორგი გაგუამ დუბლი შეასრულა, მე-18 წუთზე მისი გოლით ანგარიში 0:2 გახდა, 39-ე წუთზე ანგარიში სამ ბურთამდე გაზარდა.

„ტრენჩინის'' სამატჩო განაცხადში გია ნადარეიშვილი არ იმყოფებოდა.

გაგუას თანაგუნდელს, ცოტნე კაპანაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატის შვიდ მატჩში (543 წუთი) 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა (268 წუთი), მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ჩემპიონატისა და კონფერენს ლიგის გათვალისწინებით 11 მატჩში 11 საგოლე მოქმედება აქვს, რაც საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.

გასული სეზონიდან მიწურულიდან მოყოლებული გაგუას პოზიცია შეუცვალეს, ცენტრფორვარდზე იშვიათად თამაშობს, მეტწილად „ათიანზეა'' და შეტევების განვითარებაში მონაწილეობს, საკვანძო პასებს ასრულებს და უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში თითქმის ყოველთვის „ათიანზეა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე