უარი ოთხ კლუბს და ლოდინი იანვრამდე - ფრანგული Sport-ი ზურიკოზე წერს
ზაფხულში „სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის მსურველ 4 კლუბს უთხრა უარი. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Sport-ი იტყობინება.
„ზაფხულში ზურიკო დავითაშვილი მსურველთა ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა შედეგი სახეზეა: ფეხბურთელი ისევ „სენტ-ეტიენში“.
დავითაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ზედიზედ მეორე სეზონში ლიგა 2-ში თამაში არ მოუწევდა, თუმცა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. „მწვანეების“ მიზანია კონკურენტული გუნდის შენარჩუნება და ლიგა 1-ში დაბრუნება, თუნდაც ამისათვის ფეხბურთელების გეგმების ჩაშლა გახდეს საჭირო.
„სენტ-ეტიენმა“ 5-დან 5 მატჩი მოიგო და თუ ასეთი შედეგის შენარჩუნება სურთ, ზამთარში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა არანაირად არ შეიძლება.
ქართველი შემტევის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იანვარში იქნება მიღებული. გუნდის შედეგების გაუარესების ან კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში „მწვანეებმა“ შესაძლოა პოზიცია შეიცვალონ“.
ცნობისთვის, ლიგა 2-ის 5 მატჩში ზურიკოს უკვე 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. Transfermarkt-ი დავითაშვილს 12 მილიონ ევროდ აფასებს, „სენტ-ეტიენი“ კი, გავრცელებული ინფორმაციით, მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.