ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკომ 65 წუთი ითამაშა | სენტ-ეტიენმა მონპელიეს მოუგო

ლიგა 2-ის მეხუთე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „მონპელიე“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა. დავითაშვილს Sofascore-მა 6.7 ქულა დაუწერა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 38 შეხება ბურთთან, 25-დან 19 ზუსტი პასი (76%), 1 დარტყმა და 7-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები

ანგარიში ეფექტური დარტყმით 41-ე წუთზე მაქსიმ ბერნომ გახსნა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი დაილამ მედამ წონასწორობა აღადგინა. 49 წუთზე აუგუსტინ ბოაკიემ ძლიერი შორეული დარტყმით „მწვანეები“ დააწინაურა. 71-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა ჯოშუა დუფუსმა „სენტ-ეტიენის“ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 15 ქულა აქვს, ზურიკოს გუნდი ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია და მომდევნო ტურში 12 სექტემბერს „დიუნკერკს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი ლა ლიგაში | რაიომ რასინგს მოუგო
წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი ლა ლიგაში | რაიომ რასინგს მოუგო