გურამ გიორბელიძე
Aa
Aa

გიორბელიძის საგოლე პასი - ერზურუმსპორის პირველი გამარჯვება

თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „ერზურუმსპორმა“, რომლის ღირსებასაც გურამ გიორბელიძე იცავს,  საკუთარ მოედანზე „ქონიასპორს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით მოუგო.

ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე სწორედ ქართველი ფეხბურთელის პასით გავიდა, როცა მისი ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით „ქონიასპორის“ კარი ერენ თოზლუმ აიღო.

გიორბელიძემ მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 49 შეხება ბურთთან, 4 საკვანძო პასი, 1 ზუსტი ჩაწოდება, 24-დან 20 ზუსტი პასი (83%), 1 დარტყმა, 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა და 1 ჩაჭრა.

ცნობისთვის, გიორბელიძე „ერზურუმსპორში“ 2024 წლიდან თამაშობს, მისმა გუნდმა კი გასულ სეზონში თურქეთის პირველი ლიგა მოიგო და სუპერლიგაში აღზევდა.

აქვე გეტყვით, რომ 4 ტურში „ერზურუმსპორს“ 1 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება აქვს. გიორბელიძის გუნდი 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 სექტემბერს „ბეშიქთაშს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის დამაჯერებელი გამარჯვება - აბუაშვილმა 79 წუთი ითამაშა
მეცის დამაჯერებელი გამარჯვება - აბუაშვილმა 79 წუთი ითამაშა