„ძალიან კარგად შემოვიდა“ - მწვრთნელის ასისტენტმა საბა ხარებაშვილი შეაქო
„ბაშაქშეჰირის“ მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ მოედნიდან გააძევეს, ამიტომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მისმა ასისტენტმა, ლუკ ბენსთედმა უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საბა ხარებაშვილსაც ეხებოდა.
„ვფიქრობ, საბა ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მისი პირველი მატჩი იყო. საბას დიდ ნდობას ვუცხადებთ. კრისტოფერ ოპერის ყვითეილ ბარათი ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მის ნაცვლად ხარებაშვილი შესულიყო და ეს გადაწყვეტილება არ გვინანია. ოპერი გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ მის ნაცვლად შესულმა ხარებაშვილმამაც ასევე კარგად ითამაშა“.
რაც შეეხება ხარებაშვილს, ის მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და 75-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, როცა მას „გალას“ მეკარემ, უღურჩან ჩაქირმა აჯობა.
„ბაშაქშეჰირს“ 4 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხარებაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 სექტემბერს „ამედსპორს“ ესტუმრება.