ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„როგორც ჩანს, სენტ-ეტიენში დარჩება“ - FootMercato ზურიკოზე წერს

ცნობილი ფრანგული გამოცემა FootMercato „სენტ-ეტიენისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე წერს. 

„ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს საღამოს იხურება, რაც „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრებს სიმშვიდეს მატებს. გადაუჭრელია მხოლოდ ორი საკითხი, რომელთაგან ერთი ზურიკო დავითაშვილს ეხება.

ქართველ ფეხბურთელს ევროპულ ბაზარზე მსურველები არ აკლდა, თუმცა „ოლიმპიაკოსიც“, რომელიც მის მიმართ ინტერესს ბოლო პერიოდში იჩენდა, სხვა კანდიდატურაზე გადაერთო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი სეზონს „მწვანეების“ შემადგენლობაში გააგრძელებს“, - წერს გამოცემა. 

ცნობისთვის, დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ოთხივე ტურში ითამაშა. ქართველი შემტევის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია, „სენტ-ეტიენი“ კი 12 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის დებიუტი ისევ გადაიდო - ბარსამ რაიო გაანადგურა
წიტაიშვილის დებიუტი ისევ გადაიდო - ბარსამ რაიო გაანადგურა