„ლევანდოვსკისთან თამაში საოცარი გამოცდილება იქნება“ | მექვაბიშვილის კომენტარი
ანზორ მექვაბიშვილი MLS-ში გადადის და „ჩიკაგო ფაიერის“ რიგებში გააგრძელებს კარიერას. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება და აშშ-ში გამგზავრებამდე მექვაბიშვილმა Prima Sport-თან კომენტარი გააკეთა:
„ძალიან მაინტერესებს, MLS-ში რა დონეა. ვხედავ, რომ იქაური კლუბები ბევრ ძლიერ ფეხბურთელს იმატებენ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რობერტ ლევანდოვსკის ხარისხისა და კარიერის მქონე ფეხბურთელის მხარდამხარ თამაში საოცარი გამოცდილება იქნება.
ის ყველაფერში დამეხმარება — როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მოედანზე. მის გვერდით თამაშის პერსპექტივა აღმაფრთოვანებელია. ამ მომენტს მოუთმენლად ველოდები.
მინდა, „უნივერსიტატეა კრაიოვას“ მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან ბევრი შანსი მომცა. ამ გუნდში ბიჭი მოვედი და კაცი მივდივარ. ეს ლამაზი ისტორია იყო და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული და შეიძლება, დავბრუნდე კიდეც“.
gცნობისთვის, „ჩიკაგოს“ 37 ქულა აქვს და MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. „ფაიერი“ მომდევნო შეხვედრას 6 სექტემბერს გამართავს და სტუმრად „ტორონტოს“ დაუპირისპირდება.