“ამ პოზიციაზე 2 განსხვავებული ფეხბურთელი გვყავს“ - კათრომ ზურიკოს სკამზე დასმა ახსნა
მეცის წინააღმდეგ, ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, რომელიც მატჩში 58-ე წუთზე ჩაერთო.
ეს გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა. მიზეზებზე კი სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა იან კათრომ ისაუბრა.
კათრო:
„ამ პოზიციაზე ორი განსხვავებული პროფილის ფეხბურთელი გვყავს. ტიერნო ბალო შეტევისას, დაცვის ზურგს უკან სივრცეების გამოყენებისას, მეტ სტაბილურობას გვაძლევს და მას თავისი სპეციფიკური თვისებები აქვს. ზურიკო კი სხვა უნარებით გამოირჩევა.
როდესაც თამაშის მიმდინარეობისას ბურთზე კონტროლი მოვიპოვეთ, მოედნის ბოლო მესამედში სივრცეები უფრო და უფრო შემცირდა. სწორედ ამიტომ, დავითაშვილის მოედანზე შესაყვანად ეს იდეალური მომენტი იყო, რადგან ასეთ სიტუაციებში ის განსაკუთრებით ეფექტურია.
ვფიქრობ, ზურიკო ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში და გუნდზე დადებითი გავლენა მოახდინა. მან მატჩს ენერგია შემატა და მარცხენა ფლანგი გააცოცხლა. ჩვენ გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებსაც გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლიათ, თუმცა მათ განსხვავებული სტილი აქვთ“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში 7 მატში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.