„მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს“ - ხვიჩამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ France Football-თან პარიზული გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის კომენტარს Foot Mercato ავრცელებს.
„ლუის ენრიკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ის ყოველთვის გაუმჯობესებისკენ მიბიძგებს და რჩევებს მაძლევს, რათა პროგრესირება გავაგრძელო.
შემიძლია, მას ნებისმიერ თემაზე გავესაუბრო. ენრიკეს გუნდში თამაში ძალიან მარტივია. მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს. სამწვრთნელო შტაბშიც ძალიან კარგი ადამიანები ჰყავს. უბრალოდ, საჭიროა მათი მოსმენა და მითითებების სწორად შესრულება“.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში გამართულ 5 შეხვედრაში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 25 წლის ქართველმა ერთხელ თავი ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ (2:1) მატჩში გამოიჩინა და „პარი სენ-ჟერმენს“ მორიგი ტიტულის მოგებაში დაეხმარა, ხოლო „მონაკოსთან“ (1:2) საშინაო თამაშში მისი გუნდის მარცხის მიუხედავად, ასისტის ავტორი ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.