“საკუთარი თავი უნდა ვიყოთ“ - მარესკა მანჩესტერული დერბის წინ
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
მატჩის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მარესკა:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს დერბია — განსაკუთრებით კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. განსაკუთრებული მატჩია. მე ასეთი მატჩები მინდა. მომწონს ასეთი თამაშები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ვიყოთ საკუთარი თავი და შემდეგ ვნახავთ საბოლოო შედეგს.
მთავარი, რაზეც ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ, არის თამაში, სათამაშო გეგმა, როგორ შეგვიძლია მოგება, როგორ შეგვიძლია პრესინგი და როგორ შეგვიძლია უკეთ თამაში. ალბათ ფოდენისთვის განსხვავებული მატჩია. ის აქაურია, აკადემიის აღზრდილია. ალბათ მისი გრძნობა დანარჩენი ფეხბურთელებისგან განსხვავებულია.
ვფიქრობ, კერიკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მან ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიბარა გუნდი, გასული სეზონი ძალიან კარგად დაასრულა და ამ სეზონშიც მეტ-ნაკლებად იგივე გზით დაიწყო. ნიკო 100%-ით მზად არის, დოკუს კი რამდენიმე დღე სჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება იუნაიტედმა 2:0 მოიგო. მომავალი მატჩი კი 13 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.