“მოლოდინი შეიცვალა“ - კერიკი მანჩესტერ სიტისთან მატჩის წინ
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
მატჩის წინ, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კერიკი:
„არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რადგან გასულ სეზონში მოვიგეთ, ახლა ყველაფერი იგივე იქნება. ვიცი, რომ მოლოდინი გაიზარდა. მაშინ ყველაფერი ახალი და უცნობი იყო და არ ვიცოდით, საით წავიდოდა სიტუაცია.
ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდაჯერებულობა და განცდა შევიქმენით, რომ მუდმივად უკეთესები ვხდებით. ეს გვეხმარება. ვიცით, რომ ეს დიდი მატჩია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია. ბევრი რამ დევს სასწორზე.
მოლოდინი შეიცვალა. რამდენიმე თვის წინანდელთან შედარებით ახლა ჩვენგან განსხვავებულ რამეებს ითხოვენ. ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და ეს თავისთავად აჩვენებს იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ საკმარისად თავმდაბლები და რეალისტები ვართ, რომ ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ. გვინდა უკეთესები ვიყოთ და უფრო მეტისთვის ვიბრძოლოთ.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება იუნაიტედმა 2:0 მოიგო. მომავალი მატჩი კი 13 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.