ერთა ლიგა - საქართელოს ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა
Aa
Aa

ერთა ლიგა - საქართელოს ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ბელფასტში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მეოთხე ტურის შეხვედრაში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს ბელფასტში მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ „უინდსორ პარკ სთეიდიუმზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

4 ოქტომბრის განრიგი | ბელფასტის დროით


12:00 ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
13:30 ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების პრესკონფერენცია
17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ ირლანდია 7 ქულა, უკრაინა 4 ქულა, უნგრეთი 4 ქულა, საქართველო 1 ქულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, სტუმრად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს
სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს