გიორგი მიქაუტაძე, ხულიან ალვარესი, ემერიკ ლაპორტი
Aa
Aa

„ალვარესი? ან მიქაუტაძე და ლაპორტი“ - ესპანური პრესა ბარსაზე

Cronicaglobal-ი, რომელიც ცნობილი ესპანური გამოცემის elespanol-ის პარტნიორია, აქვეყნებს სტატიას, სადაც „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმები არის მიმოხილული და საინტერესოა, რომ გიორგი მიქაუტაძის სახელიც არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი სერიოზული ვარიანტი.

„ბარსა“ ხულიან ალვარესის შეძენას გეგმავს, თუმცა, თუ არ გამოვიდა, ამ თანხით ნაკლებად ძვირი ფორვარდისა და პლუს ცენტრალური მცველის დამატება ამჯობინონ.

„თუ რაფინია, პედრი, ერიკი, გავი, ოლმო, ფერმინი, კუბარსი და ლამინ იამალი „ბარსას“ ახალი ლიდერობის განსასახიერებლად არიან მოწოდებულნი, ცხადია, კიდევ რამდენიმე მოთამაშე იქნება საჭირო, რათა დაეხმარონ გუნდს მოედანზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. ტრანსფერები, რომლებიც სხვაობას ქმნიან. ჯერ კიდევ 21 ივლისს Culemanía-მ „ბარსას“ გულშემატკივრებს ამცნო, რომ ხულიან ალვარესის დამატებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა კარი გაუხსნა სხვა სახის რევოლუციას: ნაკლებად გლამურული ცხრიანი, უფრო გაძლიერებული პოზიციების სანაცვლოდ.

100-150 მილიონი ევროს ინვესტიცია, რომელსაც „ბარსა“ ხულიან ალვარესისთვის განიხილავდა, შესაძლოა გუნდის ყველა რგოლის გასაძლიერებლად ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს. ცხადია, „ბარსას“ არ შეუძლია უარი თქვას ცხრიანის დამატებაზე. მათი მოთხოვნები შეიძლება დააკმაყოფილოს ნაკლებად გახმაურებულმა თავდამსხმელმა, რომელსაც არ აქვს ასეთი დიდი სახელი და რომელიც ორჯერ ნაკლები ღირს. ამ მხრივ, მათ ძალიან მოსწონთ „ვილიარეალის“ ჟორჟ მიქაუტაძე. ლიონში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ სულ რაღაც ერთი წლის წინ 31 მილიონ ევროდ შეუერთდა. „ბარსას“ შესაძლოა კასტელონიდან მის წამოსაყვანად 50-დან 60 მილიონ ევრომდე გადახდა მოუწიოს. ძალიან მაღალი ციფრია ისეთი მოთამაშისთვის, რომელიც კლუბებს თითქმის ყოველწლიურად იცვლიდა, მაგრამ ეს მადრიდიდან „ობობას“ (La Araña) წამოყვანის ხარჯების ნახევარზე ნაკლებს წარმოადგენს.

ამ დროისთვის, „ბარსამ“ როდრის სანაცვლოდ უკვე განახორციელა 60 მილიონი ევროს ინვესტიცია. თუ მათ მეტის გადახდა მოუწევთ, ეს იქნება მაქსიმუმ 10 მილიონი ევრო, რომელიც ოთხ წელზე გადანაწილდება, რაც წელიწადში მხოლოდ 2.5 მილიონი ევროთი მეტს ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ „ბარსა“ მოიგებს ისეთ მთავარ ტიტულებს, როგორიცაა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

თუ მიქაუტაძეში კიდევ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან, კიდევ ერთი ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა მაინც დარჩებათ. „ბარსაში“ ჟერარ მარტინისა და ალვარო კორტესის დიდი იმედი აქვთ, მაგრამ ისინი რეალისტები არიან. ფლიკს კრისტენსენიც მოსწონს, თუმცა მის მიმართ ნდობას ტრავმები ამცირებს. დეკოსთვისაც და მწვრთნელისთვისაც ნათელია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დაცვის ცენტრში მხოლოდ ეს ორი მოთამაშე შესაძლოა საკმარისი არ იყოს. მათ დასჭირდებათ უფრო მეტი ავტორიტეტის, გამოცდილებისა და ვეტერანის სტატუსის მქონე ცაცია ცენტრალური მცველი.

მიქაუტაძე პოზიციებს იმაგრებს, დაცვის ხაზში კი „ბარსას“ სამიზნე აიმერიკ ლაპორტია. ის ამ როლისთვის იდეალური მოთამაშეა. მან მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, რომ კუბარსისთან იდეალურად არის შეთამაშებული, როგორც ეს უკვე გამოჩნდა წარსულში, როდესაც ის ინიგო მარტინესის მხარდამხარ თამაშობდა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ამ უფრო გამოცდილი მოთამაშის გვერდით თამაშს აუმჯობესებს. თუმცა, კლუბისთვის ასევე ძალიან ნათელია ერთი რამ: „კუბარსი საუკეთესოა - ის სხვებსაც უკეთესს ხდის“.

ყოველივე ეს „ბარსას“ აძლევს საკმარის ფინანსურ სივრცეს იმისთვის, რომ თავდამსხმელისა და ლაპორტის ან სხვა ცენტრალური მცველის ტრანსფერზე იმუშაოს. თუ ისინი ხულიან ალვარესისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ლაპორტის გარიგება უფრო გართულდება. თუმცა, თუ საბოლოოდ უფრო ეკონომიურ გზას აირჩევენ, ბასკი ცენტრალური მცველის მოსვლა შესაძლოა რეალობად იქცეს. ხულიანის ტრანსფერისთვის განკუთვნილი ფულით დეკოს შეეძლება როდრის შემდეგ, თავდამსხმელისა და ცენტრალური მცველის მოყვანა. და ფლიკს ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლის უკეთესი შანსი ექნება... იმ პირობით, თუ ახალი თავდამსხმელები გოლების გატანას შეძლებენ“.

- წერს ესპანური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები