კეინი: ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, გასული სეზონის შედეგების მიხედვით „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ მან ამ ჯილდოს მოსაგებად ყველაფერი გააკეთა.
„ძალიან ვამაყობ იმ სეზონით, რომელიც ჩავატარე. ინდივიდუალური თვალსაზრისით, „ოქროს ბურთი“ ყველაზე დიდი ჯილდოა, რომლის მოპოვებაც შეიძლება. ის ჩემს ხელში არ არის. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რომ ეს ჯილდო მომეგო.
რა თქმა უნდა, „ოქროს ბურთის“ მიღება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ ორი-სამი თვეა.
წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რასაც ამ გუნდთან და ნაკრებთან ერთად მივაღწიე. ახლა ჩემთვის მთავარია, ახალ სეზონზე ვკონცენტრირდე. ჩვენ დიდი ამბიციები და დიდი მიზნები გვაქვს“,
- ციტირებს კეინის სიტყვებს Bayern & Germany.
გასულ სეზონში ინგლისელმა კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 65 მატჩი ჩაატარა, 73 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება და კეინი წინასწარი მონაცემებით, ამ დრომდე მთავარ ფავორიტად რჩება.