ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნდა იყოს | CBS-ის ექსპერტები კვარაზე

CBS Sports Golazo-ს ეთერში მსოფლიო ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.

ბენი ფაილჰაბერი (აშშ-ის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):  „ამჟამად ის მსოფლიოში ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, ვის თამაშსაც სიამოვნებით ვუყურებ. მიზეზი კი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებს, აკეთებს სისწრაფით, ძალით... ის მუშაობს გუნდისთვის. შესაბამისად, მას აქვს დრიბლინგის უნარი, შეუძლია ცენტრისკენ შემოწევა და შორეულ კუთხეში დარტყმა. მას შეუძლია ფლანგზე ჩარბენა და უკან, თანაგუნდელებისთვის პასის გაკეთება, როგორც ეს ბაიერნთან ვნახეთ საპასუხო მატჩში დემბელეს გოლის დროს. მას ასევე შეუძლია დაცვაში თამაში და საკუთარი გუნდის დახმარება. და რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში, უბურთოდ მოძრაობაა.“

სიერა ლეონეს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი მაიკლ ლაჰუდი: „ნახეთ, ვიცი რომ ბევრი ადამიანი, რადგან ჩვენ აქ სერია A-ს ვაშუქებთ, ამას ნაპოლის გადმოსახედიდან შეხედავს, სადაც საკმაოდ დიდი არეულობა (ქაოსი) იყო, რაც ზოგჯერ თან ახლავს ანტონიო კონტეს. შენ მოიგებ ლიგის ტიტულებს, მაგრამ იქნება ბევრი აგრესია და, მოდით ასე ვთქვათ, უთანხმოება გასახდელში და "მკაცრი სიყვარული". რაც შეეხება შენს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს ის ფრანგმა ქომაგებმა, საოცარია, მათ საკუთარი იღბლის არ სჯეროდათ. ეს თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა, რომ ის 70 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად შეიძინეს.“

ბენი ფაილჰაბერი: „მით უმეტეს, რომ ეს ნამდვილი საჩუქარია (ასეთ ფასად), დაუჯერებელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მოთამაშე უნდა იყოს და ალბათ ყველაზე ძვირადღირებულიც ახლა, თუ პსჟ ოდესმე მის გაყიდვას გადაწყვეტს.“

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 10 გოლი და 6 საგოლე პასია (16 საგოლე მოქმედება). 

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ზედიზედ მეორედ ეცდება, ფინალური შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთი? მინდა თავმდაბალი დავრჩე და ასე თამაში გავაგრძელო“
„ოქროს ბურთი? მინდა თავმდაბალი დავრჩე და ასე თამაში გავაგრძელო“