ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიამ და მისმა გუნდმა იციან, ჩვენი ჩხუბი რატომ არ გაიმართა“ | მახაჩევის კომენტარი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მახაჩევმა „ელ მატადორისა“ და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლის პროგნოზი გააკეთა და განმარტა, „თეთრ სახლში“ მისი და ილიას ჩხუბი რატომ არ გაიმართა.

„ჩემი და თოფურიას ჩხუბის შესახებ ბევრი საუბარი და დისკუსია იყო. ილიამ და მისმა გუნდმა იციან, თეთრ სახლში „თოფურია VS მახაჩევი“ რატომ არ გაიმართა.

რაც შეეხება მთავარ მოვლენას, ვფიქრობ, ჯასტინ გეიჯის ჩამოწერა არ შეიძლება. ის ძველი სკოლის წარმომადგენელი, ომებგამოვლილი მებრძოლია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თოფურია ახალგაზრდაა და ფანები საოცარ ორთაბრძოლას იხილავენ. ვფიქრობ, მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე არ მივა და უფრო ილიას გამარჯვებისკენ ვიხრები“.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება. „თეთრი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სცენა მოეწყობა, რომლის ცენტრშიც ორგანიზატორები ოქტაგონს დადგამენ. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსურველი ბუნდესლიგიდან | დავითაშვილით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა
მსურველი ბუნდესლიგიდან | დავითაშვილით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა