ქართველებმა ინგლისი დაამარცხეს - მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ნაკრებმა მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა ინგლისის ეროვნული გუნდი მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თამაშის მიმდინარეობისას ინგლისელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ბესო არველაძის მომზადებულმა ფეხბურთელებმა დაცვაში დიდი ყურადღებით იასპარეზეს, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მიღებული შანსი კი იდეალურად გამოიყენეს და გიორგი ზუნტუროვის გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
ცნობისათვის, ინგლისელების გარდა, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მინის ფეხბურთის ნაკრების მეტოქე ესპანეთი და რუმინეთი იქნება. მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელები ესპანელებთან ითამაშებენ და შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 16:45 წუთზე დაიწყება.