ამჯერად პანათინაიკოსი? – Sport.fr ზურიკო დავითაშვილზე წერს
დღეს ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში გადასასვლელი ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში „ნიცას“ მიიღებს, ფრანგული გამოცემა Sport-ი კი „მწვანეების“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზურიკოს მსურველთა რიგებს ბერძნული „პანათინაიკოსიც“ შეუერთდა.
„გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ „პანათინაიკოსი“ ზურიკო დავითაშვილს დაუკავშირდა და მხარეებმა წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ბერძნული კლუბი ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს და ქართველ გარემარბს შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებს.
მიუხედავად ამისა, „სენტ-ეტიენმა“ იცის, რომ სიტუაციას ისინი აკონტროლებენ. ზურიკოს კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი და მასში „მწვანეები“ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვენ“.
შეგახსენებთ, რომ ზურიკომ ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი 14 გოლითა და 5 ასისტით დაასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.