ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

საპასუხო მატჩი ქომაგების გარეშე | ზურიკოს სენტ-ეტიენის მეტოქეს პრობლემები აქვს

საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ პლეიოფში „ნიცა“ უნდა დაამარცხოს. „მწვანეები“ პირველ შეხვედრას საშინაო კედლებში გამართავენ, განმეორებით მატჩს კი 29 მაისს „ალიანც რივიერა“ უმასპინძლებს.

L’Equipe-ის ინფორმაციით, „ნიცასა“ და „მეცის“ თამაშის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა კლუბი დასაჯა. „ნიცა“ განმეორებით შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს და სტადიონზე ქომაგებს არ შეუშვებენ. გარდა ამისა, პირველი მატჩისთვის „ნიცას“ ბევრად ნაკლები ბილეთი გამოუყვეს, ვიდრე ეკუთვნოდა. მიზეზი მარტივია — ყოველგვარი რისკის თავიდან არიდება.

L’Equipe კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. „ნიცას“ ერთ-ერთი ლიდერი, ელიე ვაი არ ეყოლება, რომელიც პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. „ნიცამ“ მის გარეშე მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.

ცნობისთვის, ვაი „ნიცაში“ იჯარის წესით იმყოფება და ის „აინტრახტის“ საკუთრებაა. რაც შეეხება პირველ მატჩს, ის 26 მაისს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება მამარდა გაანათხოვრონ“ - ფაბრიციო რომანო ლივერპულის მეკარეებზე
„შეიძლება მამარდა გაანათხოვრონ“ - ფაბრიციო რომანო ლივერპულის მეკარეებზე