გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სათამაშო დრო უნდა | ბოლო ინფორმაცია მამარდაშვილის მომავალზე

გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი. „ლივერპულის“ პირველი მეკარე, ალისონ ბეკერი „იუვენტუსის“ სამიზნეა და ნიკოლო სკირას მიხედვით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს — 33 წლის გოლკიპერი 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას დათანხმდა და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.

Teamtalk-ის მიხედვით, „ლივერპულს“ ალისონის გაშვება არ სურს. „წითლები“ მზად არიან მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივონ, ოღონდ არ აპირებენ იმავე ხანგრძლივობის კონტრაქტი დაუდონ, რასაც „იუვე“ სთავაზობს. ამ დამოკიდებულებამ ალისონსა და მის წარმომადგენლებს შორის იმედგაცრუება გააჩინა.

Teamtalk კლუბის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრაზილიელ მეკარეს „ლივერპულის“ ხელმძღვანელებთან უშუალო დიალოგი აქვს და სიტუაციის გარკვევას ცდილობს. ალისონის მომავალზეა დამოკიდებული მამარდაშვილის გეგმები. სკირას მიხედვით, გიორგის რეგულარული სათამაშო დრო სურს და თუ ბრაზილიელი გუნდში დარჩა, თანახმაა, „ენფილდი“ დროებით დატოვოს. Teamtalk ამ ინფორმაციას ადასტურებს და დასძენს, რომ „მამარდა“ იჯარის წესით წასვლას განიხილავს.

ცნობისთვის, ალისონის წასვლის შემთხვევაში არის შანსი, მამარდაშვილს რეგულარული სათამაშო დრო მაინც არ მიეცეს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში „წითლებს“ დიოგუ კოშტას უკავშირებენ და შესაძლოა, ალისონის შემცვლელად სწორედ კოშტა მოიყვანონ. ალისონს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ არ ვისწავლე? აქ რას ვაკეთებ?“ | თოფურიამ პირველი ორთაბრძოლა გაიხსენა
„რატომ არ ვისწავლე? აქ რას ვაკეთებ?“ | თოფურიამ პირველი ორთაბრძოლა გაიხსენა