„ფენომენია, მინდა, ლივერპულში ვიხილო“ | ემილ ჰესკიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემილ ჰესკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ინგლისელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰის იდეალური შემცვლელი დაასახელა და სწორედ ქართველი გარემარბი გამოარჩია.
„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლის ხილვაც „ლივერპულში“ მინდა. ის ფენომენია და ვფიქრობ, უფრო და უფრო ძლიერი ხდება. ხვიჩა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და უკვე შესანიშნავად გამოიყურება.
კვარაცხელიას თამაში ვნახე, როდესაც „ნაპოლის“ მაისურით „ლესტერის“ წინააღმდეგ იასპარეზა და უკვე მაშინ იყო გამორჩეული. მისი და ვიქტორ ოსიმენის დუეტი მრისხანე გახლდათ.
წარმოიდგინეთ ეს მომავალ სეზონში: კვარაცხელია ფლანგზე, ხოლო რიო ნგუმოა ან ენტონი გორდონი მეორე ფლანგზე. აი, ეს არის ჩემთვის იდეალური ვარიანტი. ამას დაუმატეთ ორი ფორვარდი — ალექსანდერ ისაკი და უგო ეკიტიკე — და ნებისმიერ შემთხვევაში, მათგან ვინც არ უნდა ათამაშო, უძლიერესი შემტევი ტრიო გეყოლება“.
ცნობისთვის, სალაჰი „ლივერპულს“ ზაფხულში დატოვებს და „წითლებს“ მისი შემცვლელი ჯერ არ უპოვიათ. რაც შეეხება კვარაცხელიას, მის „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მაისს, „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება ელოდება.