ხვიჩა კვარაცხელია, პირს მორგანი
Aa
Aa

„კვარას დამატება საუკეთესო ნაბიჯი იქნება“ - მორგანმა არსენალს ურჩია

ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი პირს მორგანი საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა რამდენიმე წლის წინ გახდა. მისი ჟურნალისტური საქმიანობის თაობაზე მანამდეც ბევრმა იცოდა, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წამოსვლის შემდეგ როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ მას მისცა, ამან პირსს უფრო მეტი ცნობადობა მოუტანა. იმის გარდა, რომ რონალდუ მისი საყვარელი ფეხბურთელია, ისიც ყველამ კარგად იცის, რომ მორგანი „არსენალს“ ქომაგობს და საყვარელ კლუბზე საუბრისას მან ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

პირს მორგანი

„არსენალს“ იდეალური სეზონი აქვს - 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა და შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგოს. ასეთ დროს რთულია შენიშვნების მიცემა, მაგრამ ცვლილებები და განახლება ზედმეტი არასოდეს არის. ამიტომაც თუ ვინმე მკითხავს, რომელი ფეხბურთელია საჭირო საიმისოდ, რომ „მეთოფეების“ შემტევი ხაზი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, დაუფიქრებლად ხვიჩა კვარაცხელიას ვუპასუხებდი.

ცნობისათვის, 30 მაისს, ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ სწორედ „არსენალს“ დაუპირისპირდებიან და შესაძლოა პირს მორგანის სიტყვებზე ამ თამაშის შემდეგ ხვიჩამ მიკელ არტეტა სრული სერიოზულობით დააფიქროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია
ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია