„ილიას დაცვა არც ისე გაუვალია“ - გეიჯი თოფურიასთან ბრძოლაზე
ჯასტინ გეიჯი მიიჩნევს, რომ ილია თოფურიასთან ვადამდელი მარცხების მიუხედავად, მაქს ჰოლოუეიმ და ჩარლზ ოლივეირამ ნათლად აჩვენეს, რომ „ელ მატადორს“ გაუვალი დაცვა არ აქვს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიციის სწორად შერჩევა, თავით მის მკერდზე მიბჯენა, ის რომ მან უკან დაიხიოს და ნამდვილ ჩხუბში ჩავითრიო. ჩვენ ვნახეთ, რომ მისთვის დარტყმის მიყენება შესაძლებელია. უყურებ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლას და ფიქრობ: „ვაუ, ის სრულად დომინირებს“. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთხელ უყურებ და ხვდები, რომ მაქსს დარტყმების არაერთი წარმატებული გაცვლა ჰქონდა, ოლივეირასაც ჰქონდა არაერთი წარმატებული გაცვლა. შემდეგ კი მათ გარკვეული შეცდომები დაუშვეს, ის კი შენი შეცდომების გამოყენებას ძალიან კარგად ახერხებს. აი, რისი უფლებაც არ მაქვს. მე უკან დახევა არ შემიძლია“,
- განაცხადა ამერიკელმა მსუბუქწონოსანმა Grind City Media-სთან ინტერვიუში.
ბუკმეკერების შეფასებით, გეიჯის გამარჯვების ალბათობა მომავალ გამაერთიანებელ ბრძოლაში, რომელიც 14 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, დაახლოებით 21%-ს შეადგენს, მაშინ როცა თოფურიას შანსები დაახლოებით 83%-ით ფასდება.