ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

“სასჯელი არაპროპორციული აღმოჩნდა“ - ტურინული გამოცემა საზონოვზე

იტალიის სერია ა დასრულდა. ტურინულმა გამოცემა Torinogranata.it-მა ტორინოს ფეხბურთელები შეაფასა და ქულები დაუწერა.

სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერი საბა საზონოვი შეფასების გარეშე დარჩა, რადგან მას მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

ამ ფაქტის შესახებ გამოცემა შემდეგ რამეს წერს:

„საბა საზონოვს სხვა კლუბში ტრანსფერზე უარის თქმა ძვირად დაუჯდა. ის მთელი სეზონის განმავლობაში 25-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა, ერთადერთი გამონაკლისი კი იანვარში ოთხი მატჩი იყო, როცა მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე მოხვდა.

მას გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები ნამდვილად აქვს, თუმცა სასჯელი აშკარად არაპროპორციული აღმოჩნდა.”

შეგახსენებთ, რომ საბას ტორინოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ასევე შეგახსენებთ, ქართველი უკანახაზელი გასული სეზონის დაწყების წინ, ხეტაფეში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოდიშარიას ოსტატური მოქმედება და საკვანძო პასები | ტრავმის გამო შეცვალეს
ოდიშარიას ოსტატური მოქმედება და საკვანძო პასები | ტრავმის გამო შეცვალეს