ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილი: “ხეტაფეს ინტერესი ნამდვილად არსებობს“

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანზორ მექვაბიშვილის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ხეტაფეს.

ამასთან დაკავშირებით, ქართველი ნახევარმცველი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მექვაბიშვილი:

„ეს ამბავი თქვენსავით რუმინული მედიიდან შევიტყვე. ვიცი, რომ ეს რეალური ინფორმაციაა და ინტერესი ნამდვილად არსებობს. თუმცა ჯერ ოფიციალურად არაფერია და ისიც არ ვიცი, დავრჩები თუ არა კრაიოვაში“,

შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. ჯერ კიდევ მარტში რუმინული მედია იუწყებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშს ყურადღებით აკვირდებოდნენ აეკის წარმომადგენლები.

ინტერესი ჩემპიონობის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, რაც „უნივერსიტატეამ“ რუმინეთის თასის ფინალში კლუჟის „უნივერსიტატეა“ დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაასრულა, სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ხეტაფეს ინტერესის შესახებ.

უკანასკნელი ინფორმაციით  კი მსურველმა ანზორის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს - ასე აფასებს კრაიოვა საკუთარ ფეხბურთელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება
უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება