ოდიშარიას ოსტატური მოქმედება და საკვანძო პასები | ტრავმის გამო შეცვალეს
ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში რფს-მა შინ ტუკუმსი 2000 3:1 დაამარცხა. რფს-ის სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა გარემარბმა ლაშა ოდიშარიამ ითამაშა, მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. აღსანიშნავია მისი თამაში მეორე გოლისას, როცა მეტოქე ოსტატურად მოატყუა და ტექნიკური გადაცემით თანაგუნდელს ბურთი თავზე „დაასვა’’, საგოლე პასი შეასრულა და ამ გოლით ანგარიში 2:0 გახდა.
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ლაშამ ტრავმა მიიღო და 37-ე წუთზე შეცვალეს. კრისტალსპორტის ინფორმაციით, სპრინტის დროს მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, I-II ხარისხის დაზიანებაა, დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. ლაშას მარჯვენა ფეხზე აღნიშნული ტრავმა გაუმეორდა, აპრილში ამ ტრავმის გამო 4 მატჩი გამოტოვა. ასევე, იდენტური ტრავმა 2025 წლის სეზონის მეორე ნახევარში მარცხენა ფეხზე აწუხებდა.
23 წლის ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება და საუკეთესო ფორმაში შესვლა ვუსურვოთ, ძალიან ტექნიკური მოთამაშეა და ამავდროულად მრავალმხრივი, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2024-25 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე, საკმაოდ მაღალ დონეზე, მარცხენა „ვინგბექის'' პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა. ზემოთაღნიშნული მატჩიც რომ ავიღოთ მხედველობაში, ცაციამ საგოლე პასი მარჯვენა ფეხით შეასრულა.
2026 წლის სეზონის ლატვიის ჩემპიონატში ტრავმის გამო 15-დან მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა (მხოლოდ 421 წუთი ითამაშა), მის აქტივში 5 საგოლე პასია.
რფს-სთან კონტრაქტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს, ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივების ოფციით, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება, ფორმაში შევა და ზაფხულში კარიერას უფრო მაღალი დონის ლიგაში გააგრძელებს. ასევე გეტყვით, რომ გასულ ზაფხულში ლა ლიგა 2-ის ხიხონის სპორტინგში ტრანსფერი ჩაეშალა და მის კარიერაში უიღბლო პერიოდების დასრულების დროა.