უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება
ვილიარეალის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ატლეტიკოსთან მიღებული მცირე ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა Intsagram-ში დაწერა:
„მოგესალმებით. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ გამოვტოვებ მოახლოებულ 2 მატჩს რუმინეთისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ.
ატლეტიკოსთან მატჩში მცირე დისკომფორტი ვიგრძენი, არაფერი სერიოზული, თუმცა სამედიცინო შტაბის რჩევით, უმჯობესია სრულად მოვიშუშო დაზიანება, მომავალში დიდი პრობლემებისგან თავის ასარიდებლად.
ჩემს გუნდს და სამწვრთნელო შტაბს ვუსურვებ წარმატებას მომდევნო შეხვედრებში.
შევხვდებით მალე, დიდი ამბიციებით და მიზნები''.
25 წლის მიქაუტაძემ 2025-26 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ვილიარეალში 44 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი შეაგდო, 6 საგოლე პასი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც შეკრება გუშინ, 25 მაისს დაიწყო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რუმინეთსა (2 ივნისი, 21:00) და ბაჰრეინს (5 ივნისი, 20:00) უმასპინძლებს.