გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლი - ვილიარეალმა ატლეტიკო გაანადგურა

ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა შემტევმა მე-40 წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და ანგარიში 3:1 გახადა. ამის გარდა, მიქაუტაძეს გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. შეხვედრის მიწურულს, ქართველმა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო და მარსელინომ 89-ე წუთზე შეცვალა. ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 30-ე წუთზე „ვილიარეალმა“ პარეხოს მიერ ზუსტადშესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა. 34-ე წუთზე პერესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მე-40 წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა, რასაც 43-ე წუთზე პუბილის გოლი მოყვა და ატლეტიკომ სხვაობა ორამდე შეამცირა. ზუსტად 2 წუთში გეიემ გამოიჩინა თავი და „ვილიარეალმა“ ტაიმი 4:1 მოიგო, მეორე ნახევარში კი ერთადერთი გოლი პერესის ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო -  ბურთთან 31 შეხება, 22-დან 20 ზუსტი პასი (91%), 2 საკვანძო პასი, 1 ზუსტი გრძელი პასი, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, კარისკენ 3 დარტყმა, სამივე ზუსტი, 1 გოლი, 1 გაფუჭებული რეალური მომენტი, დაცვაში ბურთის ერთხელ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 8.1 ქულა.

მიქაუტაძის ყველა მომენტი:

გიორგი მიქაუტაძემ 2025/26 წლების სეზონში „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „ვილიარეალს“, „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ლა ლიგის სეზონი 72 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ყველაფრისთვის“ - გოგლიჩიძე უოტფორდს დაემშვიდობა
„მადლობა ყველაფრისთვის“ - გოგლიჩიძე უოტფორდს დაემშვიდობა