გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

არდა თურანი შანსს მისცემს | გოჩოლეიშვილი შახტარში ბრუნდება

გიორგი გოჩოლეიშვილმა 2025/26 წლების სეზონი იჯარის წესით „ჰამბურგში“ გაატარა. ქართველი ფეხბურთელი „შახტარის“ საკუთრებაა და გერმანელებმა გადაწყვიტეს, მისი კონტრაქტი არ გამოესყიდათ. გოჩოლეიშვილი უახლოეს დღეებში დონეცკურ კლუბს დაუბრუნდება.

უკრაინელი ჟურნალისტის, იგორ ბურბასის ინფორმაციით, „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი, არდა თურანი მასთან მუშაობით დაინტერესებულია. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპისას გოჩოლეიშვილი თავის გამოჩენის შანსს მიიღებს და თუ არდას მოთხოვნები დააკმაყოფილა, სათამაშო დროც მიეცემა.

ცნობისთვის, „შახტარის“ ძირითადი მარჯვენა მცველი 22 წლის ვინისიუს ტობიასია, რომელმაც 19 შეხვედრა ჩაატარა. ტობიასმა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მარჯვენა მცველად ალაა ღრამი იდგა. გოჩოლეიშვილს უინგ-ბექის ფუნქციების შეთავსებაც შეუძლია, მაგრამ არდა ძირითადად ოთხი მცველით თამაშობს.

გეტყვით, რომ გოჩოლეიშვილმა „ჰამბურგის“ მაისურით მონაწილეობა 31 შეხვედრაში მიიღო და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება მამარდა გაანათხოვრონ“ - ფაბრიციო რომანო ლივერპულის მეკარეებზე
„შეიძლება მამარდა გაანათხოვრონ“ - ფაბრიციო რომანო ლივერპულის მეკარეებზე