ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

ბოლო დღის მთავარი ამბავი | ბალოგუნისა და კამარას სატრანსფერო საგა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში პირველ სექტემბერს დაიხურა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის მთავარი ამბავი „მონაკოსა“ და ფრანგული გრანდის ორ ფეხბურთელს, ფოლარინ ბალოგუნსა და ლამინ კამარას უკავშირდება.

ბალოგუნის გაფორმება „ევერტონს“ უნდოდა, ხოლო კამარა „ჩელსის“ სამიზნე იყო. ინგლისური გუნდები ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. „არისტოკრატები“ „მონაკოს“ ქმედებებით განრისხებული არიან და თვლიან, რომ ფრანგები არაპროფესიონალურად მოიქცნენ.

რა და როგორ მოხდა

მონაკოს ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროებოდა, რადგან ვალის დაფარვა სურდა და მექსიკელი ნახევარმცველის, ერიკ ლირას გასაფორმებლად, არაევროკავშირის წევრი ფეხბურთელის გაშვება იყო აუცილებელი.

მონაკო და ევერტონი ფოლარინ ბალოგუნის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ ინგლისში, სამედიცინო შემოწმების დროს ბალოგუნს პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც გარიგების დახურვა დაყოვნდა.

ჩელსიმ მომენტი იგრძნო და ლამინ კამარას გასაფორმებლად მაქსიმუმის გაკეთება გადაწყვიტა. ლურჯებმა მონაკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს.

ბალოგუნის პრობლემების გამო, ევერტონმა აქცენტი ჯოშუა ზირკზეზე გადაიტანა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედმა მის გაყიდვაზე უარი თქვა.

წითელი ეშმაკების უარის შემდეგ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩებოდა და ევერტონი ბალოგუნს მიუბრუნდა. კანფეტებმა სცადეს, ამერიკელი თავდამსხმელის ტრანსფერი შედარებით იაფად დაეხურათ.

მონაკომ გადაწყვიტა, რომ კამარას გაყიდვას ბალოგუნის გასხვისება ერჩივნა და ჩელსის ტრანსფერზე უარი უთხრა.

ჩელსის შეეძლო, სიტისთვის ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე უარი ეთქვა, მაგრამ არისტოკრატებმა გადაწყვიტეს, პირობა არ გაეტეხათ და არგენტინელისთვის წასვლის უფლება მიეცათ.

არისტოკრატებს მონაკოსთან შეთანხმება ყველაფერზე ჰქონდათ მიღწეული. პირადი კონტრაქტი შეთანხმებული იყო კამარასთანაც და ერთადერთი, რაც რჩებოდა, მონაკოს მხრიდან კონტრაქტზე ხელის მოწერა იყო, რაზეც ფრანგებმა უარი ბოლო მომენტში თქვეს.

უეცრად, ბალოგუნმა ევერტონში გადასვლაზე გადაწყვეტილება შეცვალა და კანფეტების ბაზა ისე დატოვა, კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

შედეგად, მონაკომ ვერც ბალოგუნი გაყიდა, ვერც კამარა და ვერც ლირა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს