დაჩი ლორთქიფანიძე, კრემონეზე
Aa
Aa

თასზე სერია ა-ს გუნდს მოუგო და გაუშვეს - კრემონეზე უმწვრთნელოდ დარჩა

იტალიური „კრემონეზე“, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იცავს, უმწვრთნელოდ დარჩა. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

მათი ინფორმაციით, მარკო ჯამპაოლო, რომელმაც გუნდი მარტში ჩაიბარა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მას, სავარაუდოდ, ფაბიო პეკია შეცვლის, რომელმაც 2022 წელს „კრემონეზე“ სერია ა-ში აიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ჯამპაოლოს გაწვრთნილმა „კრემონეზემ“ სერია ბ-ს ახალ სეზონში ორივე მატჩი წააგო, თუმცა იტალიის თასზე ასპარეზობას ჯერ მეორელიგელი „სამპდორია“, შემდეგ კი სერია ა-ს წარმომადგენელი „პარმა“ გამოთიშა, მერვედფინალში კი „კომოს“ დაუპირისპირდება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ჯამპაოლოს გათავისუფლება ლორთქიფანიძის სათამაშო დროზე. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ჯამპაოლოსა და ლორთქიფანიძეს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველს მოსამზადებელ ეტაპზე, ამხანაგურ შეხვედრებში მუდმივად ენდობოდა.

აქვე გეტყვით, რომ ახალ სეზონში ლორთქიფანიძემ ორ ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა - 45 წუთი „მოდენასთან“ და 8 წუთი „სამპდორიასთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა | სავარაუდოდ, ბალოგუნის ტრანსფერი ჩაიშლება
სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა | სავარაუდოდ, ბალოგუნის ტრანსფერი ჩაიშლება