ვისთან იჩხუბებს გეიჯი - „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ Paramount-თან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას, ვინ წინააღმდეგ ისურვებდა ტიტულის დაცვას.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
„თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი ჩემპიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ვიღაცის მდევარი ვიყავი. ახლა კი, როდესაც ჩემპიონი ვარ, ჩემი ამოცანაა, შევინარჩუნო ეს ტიტული.
კონკრეტულ მეტოქეებს არ ვირჩევ და ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს ჩემს ადგილზე ყოფნა სურთ. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მებრძოლი იქნება.
არმან ცარუკიანს უნდა ეჩხუბა ჩარლზ ოლივეირასთან, ახლა მას სხვა მეტოქე შეურჩიეს. არსებობს რამდენიმე დიდი ბრძოლა, რომელთა შედეგებიც მოახდენს გავლენას იმაზე, თუ ვინ იქნება ჩემი მომდევნო მეტოქე“.
ცნობისთვის, არმან ცარუკიანისა და მაურისიო რუფის ჩხუბი UFC 331-ის თანამთავარი მოვლენა იქნება და 21 სექტემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ორივე მებრძოლმა საჯაროდ განაცხადა, რომ UFC-ის ხელმძღვანელობა მათ გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ჩხუბს დაპირდა.