„გგონიათ ილია მასთან ჩხუბს გარისკავს?“ | ჰუკერი უსმანის დასახვედრად მზადაა
დენ ჰუკერმა Submission Radio-ს ინტერვიუ მისცა. „ჰენგმენმა“ უსმან ნურმაგომედოვზე ისაუბრა, რომელიც PFL-ში გამოდიოდა და ახლა თავისუფალი აგენტია. MMA-ის ქომაგები დენა უაითს უსმანის გაფორმებისკენ მოუწოდებენ და ჰუკერი მზადაა, მისი პირველი მეტოქე იყოს, რადგან თვლის, რომ ილია თოფურია და ტოპ 5-ის სხვა წევრი მებრძოლები მასთან ჩხუბს არ გარისკავენ.
„ხალხი ამბობს, რომ უსმანი UFC-ს შეუერთდება და ილია თოფურიასთან იჩხუბებს. ცოტა სერიოზულები იყავით! თქვენ გგონიათ, ილია თოფურია გარისკავს და ტოპ 15-ს მიღმა მყოფ მებრძოლს ეჩხუბება, რომელსაც UFC-ში დებიუტი აქვს?
არავინ გარისკავს! იგივეა, რაც მაიკლ ჩენდლერთან მოხდა. მასთან პირველმა მე ვიჩხუბე. იგივეა, რის გამოც პარნასთან ჩხუბისთვის ფულს მიხდიან — გარისკვა არავის უნდა. დენ ჰუკერს ურეკავენ, ფულსა და სახიფათო მეტოქეს სთავაზობენ და დენ ჰუკერი ამ ბიჭებს დიდ ლიგაში იღებს“.
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვის მომავალი ჯერ გარკვეული არ არის. რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ PFL-მა მას თითო ჩხუბში 2 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა, რაზეც უარი თქვა. უსმანს მეტის მიღება სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.