მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„მერაბისთვის სერიოზული პრობლემა იქნება“ - ომალის კომენტარი

შონ ომალი თავად მერაბ დვალიშვილს ორჯერ შეხვდა და ორივე შემთხვევაში უშანსოდ დამარცხდა, რის გამოც ახლა ქართველი „მანქანის“ შესაჩერებლად როგორც ჩანს სუპერმსუბუქ დივიზიონში სხვა ვარიანტებს ეძებს. ამ წონის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვების ავტორი ბუნებრივია სონგ იადონგია, რომელმაც გუშინ უმარ ნურმაგომედოვი ბრუტალური ნოკაუტით გათიშა და სწორედ ამ შეხვედრის კომენტირების დროს, „შუგამ“ დვალიშვილი ახსენა.

შონ ომალი

ნამდვილად არ ვიცი რა შედეგი დაფიქსირდება 24 ოქტომბერს და როგორც დასრულდება დვალიშვილი-იანის საჩემპიონო ორთაბრძოლა, მაგრამ თუ მერაბი მოიგებს, მას სონგ იადონგი უნდა დაუპირისპირდეს. გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ჩინელ მებრძოლს ქართველისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეეძლო. მგონი, სონგის ასეთი გამარჯვების შემდეგ ჩემი სიტყვების სისწორეში ეჭვი არავის ეპარება.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალი სონგ იადონგს 2026 წლის 24 იანვარს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჩინელს ასეთივე მეთოდით 2024 წლის 9 მარტს პიოტრ იანმა აჯობა, ხოლო მერაბ დვალიშვილს სონგი აქამდე არასოდეს შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანსაც დავაფინიშებ, მერაბსაც და ომალისაც“ - სონგ იადონგი
„იანსაც დავაფინიშებ, მერაბსაც და ომალისაც“ - სონგ იადონგი