უმარი ნოკაუტში გაგზავნეს - სონგ იადონგის დიდებული გამარჯვება
ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართული UFC-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა ბევრისთვის მოულოდნელად, თუმცა ძალიან ეფექტური ნოკაუტით დასრულდა. მასპინძლების მთავარმა ვარსკვლავმა სონგ იადონგმა, რომელიც როგორც თავად განაცხადა, ჭიდაობაში მოსამზადებლად ორი კვირა თბილისში ვარჯიშობდა, უმარ ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში ყოველგვარი ჭიდაობის გარეშე, უმძიმესი დარტყმით გათიშა და კარიერის საუკეთესო პერფომანსი აჩვენა.
სუპერმსუბუქ წონითი კატეგორიის მეორე ნომრისთვის, უმარისთვის ამ ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან როგორც თავად აცხადებდა, გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ჩხუბი ძალიან დიდი ალბათობით ქამარზე მოუწევდა, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, მეორე რაუნდში მიღებულმა თავში დარტყმამ ნურმაგომედოვი გათიშა და შემდეგ უკვე მიყოლებული დარტყმები მხოლოდ ბუღალტერია იყო და სხვა არაფერი.
შეგახსენებთ, რომ ამავე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მთავარ ჯახს 24 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი უმასპინძლებს, სადაც მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას პიოტრ იანთან ორთაბრძოლაში შეეცდება.