არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„წელიწადში ერთხელ ჩხუბობს და თავი საუკეთესო ჰგონია“ - უსმანმა არმანზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ძალიან მალე ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდება. ბუნებრივია, ყველა მოუთმენლად ელის ყოფილი ჩემპიონის ილია თოფურიას დაბრუნებას და ასევე, ქომაგები უდიდესი ინტერესით ადევნებენ თვალყურს უსმან ნურმაგომედოვთან დაკავშირებულ სიტუაციას, რომელსაც PFL-თან კონტრაქტი ამოეწურა და ახლა UFC-ის ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. სანამ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციას შეუერთდება, უსმანმა მსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერზე, არმან ცარუკიანზე საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

უსმან ნურმაგომედოვი

ცარუკიანი? წააგო გამროტთან, წააგო მახაჩევთან, წელიწადში ერთხელ ჩხუბობს და თავი საუკეთესო ჰგონია. რა პერიოდშიც მან ორი ბრძოლა ჩაატარა, მე ტიტულის ოთხჯერ დაცვა მოვასწარი. იცით რა? UFC-ის პიარ-მენეჯერები ძალიან კარგი ჰყავს, გაცილებით კარგი, ვიდრე მებრძოლები. თავად განსაჯეთ, სულ მალე არმან ცარუკიანი მაურისიო რუფის დაუპირისპირდება, რომელმაც ბენუა სენ-დენისთანაც კი წააგო. მოიგებენ, თუ წააგებენ, ორივე მათგანი TOP 10-ში დარჩება და ეს კარგია?“.

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვმა PFL-ში ბოლო ბრძოლა ივლისში ჩაატარა და არჩი კილგანი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. გავრცელებული ინფორმაციით, PFL-ის ხელმძღვანელებმა მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც ერთ ბრძოლაში 2 მილიონ დოლარს გადაუხდიდნენ, თუმცა ამაზე ნურმაგომედოვმა უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვლავ ვერ ვურტყამ, მუხლები ისევ მტკივა“ - გეიჯიმ არ იცის როდის დაბრუნდება
„კვლავ ვერ ვურტყამ, მუხლები ისევ მტკივა“ - გეიჯიმ არ იცის როდის დაბრუნდება