ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, გეიბლ სტივსონი
Aa
Aa

„საამისოდ ჯერ ამის გაკეთება მოუწევს“ - სტივსონი ისლამს ჯონსს არ ადარებს

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში იან მაჩადო გარის დამარცხების შემდეგ, ისლამ მახაჩევი გულშემატკივართა უმრავლესობას ყველა დროის საუკეთესო მებრძოლთა ტოპ-ხუთეულში შეჰყავს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მახაჩევი ჯონ ჯონსზე უკეთესია, რამაც ძალიან გააღიზიანა UFC-ის ახალგაზრდა ვარსკვლავი და „ბოუნსის“ მოწაფე გეიბლ სტივსონი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ ჯონ ჯონსთან ვსაუბრობდი. მან მითხრა: „ნახე, ახალი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გამოჩნდა“. ამაზე ჩემი პასუხი იყო: „ჰო, მახაჩევზე დაიწყეს ლაპარაკი“. თუმცა, იცით რატომ გაამახვილა ჯონსმა ყურადღება ტიტულის 17 დაცვაზე? იმიტომ რომ ეს საჭიროა, იმიტომ რომ სამყარო შეიცვალა და ღმერთად ამა თუ სპორტსმენს ნაადრევად ირჩევს გულშემატკივარი. ახალგაზრდა ფანებს სჭირდებათ თავისი თაობის გმირები და ალბათ ეს ამის ბრალიცაა. ისლამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის ფანტასტიური ჩემპიონი და P4P რეიტინგის უდავო ლიდერია, რომელიც დანარჩენებს დიდი ფორით უსწრებს, მაგრამ სანამ ჯონ ჯონსის გვერდით დადგება, 17-ჯერ დაიცვას ტიტული“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს UFC-ში ზედიზედ 17-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია. აქედან დაღესტნელმა 7 - მსაჯების გადაწყვეტილებით, 7 - საბმიშენით, ხოლო 3 ნოკაუტით მოიგო. ისლამმა ჩარლზ ოლივეირას - 11, ალექსანდრ ვოლკანოვსკის - 12, რენატო მოიკანოს - 4, ხოლო ჯეკ დელა მადალენას 8-ბრძოლიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამისთვის ეს ჯერ ადრეა“ - ბისპინგის შეფასება
„ისლამისთვის ეს ჯერ ადრეა“ - ბისპინგის შეფასება