მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„იანი ისევ მოუგებს და დაადუმებს“ - მახაჩევი დვალიშვილზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა რუსულ მედიასთან საუბარში სუპერმსუბუქი წონის ქართველ ექსჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.

„ვნახე დვალიშვილის რეაქცია იმაზე, რომ ოქტაგონში რუსეთის დროშა გავშალეთ. ზოგადად, ვნახე ვიდეო, თუ როგორ უყურებდა ის ჩემს ჩხუბს. თავიდანვე არ უხაროდა ჩემი წარმატებები, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ.

დვალიშვილს ამაზე არაერთხელ უსაუბრია, მაგრამ პიოტრ იანმა ოქტაგონში დაამარცხა ის. ვფიქრობ, ახლა კიდევ ერთხელ მოუგებს და დაადუმებს“.

UFC 330-ზე, ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის ბრძოლის დასრულების შემდეგ ისლამის გუნდის წარმომადგენლებმა რუსეთის დროშა გაშალეს. ამას კი მერაბ დვალიშვილისგან უკმაყოფილება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც მამისთვის, ეს ძალიან ემოციურია“ - ილიას მამამ შვილების ბრძოლებზე ისაუბრა
„როგორც მამისთვის, ეს ძალიან ემოციურია“ - ილიას მამამ შვილების ბრძოლებზე ისაუბრა