ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„100-დან 99 ჩხუბში ილია გეიჯის დააფინიშებს“ - ესპანელი ძიუდოისტი

ძიუდოში ესპანეთის ყოფილმა ჩემპიონმა ხოაკინ გომისმა პოდკასტ GroundAndPound-ის ეთერში ილია თოფურიაზე ისაუბრა. გომისმა აღნიშნა, რომ ძმებ თოფურიებთან ერთად ხავი კლიმენტის დარბაზში უვარჯიშია და როგორც ილიას, ისე ალექსანდრეს ჭიდაობის უნარებით გაოცებული დარჩა.

„ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. იმის ალბათობა, რაც ილიას დაემართა, მხოლოდ 1 პროცენტი იყო. 100-ჯერ რომ აჩხუბო გეიჯისთან, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდებოდა. 99 ჩხუბში, ჯასტინი რომ იმ პოზიციაში ჰყავდეს, ილია მას დააფინიშებდა.

რამ გამოიწვია ასეთი შედეგი? შესაძლოა ჯასტინის სტრაიკინგი არ იყო სათანადოდ შეფასებული, მაგრამ უნდა ითქვას იცის, რომ ილიას სტრაიკინგი სულ სხვა დონეზეა.

მიჭიდავია როგორც ილიასთან, ისე მის ძმასთან, ალექსანდრესთან. ილიას გრეპლინგი განსაკუთრებულია, მას წარმოუდგენელი ძალა აქვს, ილია არასოდეს ნებდება. ხალხს წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორი ძლიერია ილია თოფურია პარტერში.

ვიმეორებ, ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ ილიას შემთხვევაში ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება მომხდარიყო. ილია კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება და მას ვერავინ გააჩერებს“.

ცნობისთვის, ხოაკინ გომისი 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვისთან იჩხუბებს გეიჯი - „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“
ვისთან იჩხუბებს გეიჯი - „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“