„ეს საბედისწერო შეცდომა იყო“ - ჯონსონმა უმარ ნურმაგომედოვის მარცხზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა, შანხაიში გამართულ UFC Fight Night 286-ის ტურნირზე, ჩინელ სონგ იადონგთან რუსი უმარ ნურმაგომედოვის მარცხზე ისაუბრა.
რას ამბობს ჯონსონი:
„არის ერთი რამ, რასაც უმარი არ აკეთებდა — ეს არის ფეხით დარტყმები ტანში. უმარს ტანში ფეხით საერთოდ არ დაურტყამს. არ მესმის, რატომ არ აკეთებდა ამას, რადგან ერთადერთი, რაზეც ცაცია მებრძოლს მემარჯვენესთან ჩხუბისას ფეხით დარტყმის დროს უნდა ეშინოდეს, ეს თეიქდაუნია. თუმცა... უმარი ჭიდაობასა და გრეპლინგში უკეთესია. ასე რომ, ეს კარგი იარაღი იქნებოდა“.
სუპერმსუბუქ წონაში გამართული ორთაბრძოლა UFC Fight Night 286-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იყო. სონგ იადონგმა რუსი მებრძოლი მეორე რაუნდში მარჯვენა აპერკოტით დაანოკაუტა. ნურმაგომედოვი პროფესიონალურ კარიერაში პირველად დამარცხდა ნოკაუტით.
ახლა 30 წლის რუსი სპორტსმენის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 20 გამარჯვება და 2 მარცხია. კარიერაში პირველი მარცხი მან 2025 წლის იანვარში, მერაბ დვალიშვილთან გამართულ UFC-ის სატიტულო ბრძოლაში განიცადა, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შანხაის ტურნირამდე ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, სონგ იადონგი კი მეექვსე პოზიციაზე იმყოფებოდა.