ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ემოციები, ჯანმრთელობის პრობლემები და სენსაციური მარცხი | ნოლე US Open-ს გამოეთიშა

US Open-ის პირველ წრეში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს გამოეთიშა — იგი მსოფლიოს 49-ე ჩოგანთან, მარიანო ნავონესთან დამარცხდა. მატჩი 4 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუთსეტიანი ბრძოლა მოიგო — 7:6(5), 5:7, 4:6, 6:2, 6:1.

ჯოკოვიჩს ჯანმრთელობის აშკარა პრობლემები ჰქონდა. მატჩის მიმდინარეობისას მან ტაბლეტები მიიღო, ინჰალატორი გამოიყენა და კორტზე გულიც აერია. ნოვაკს ზურგიც აწუხებდა, რის გამოც სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, მეხუთე სეტში კი ცრემლების შეკავება გაუჭირდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 39 წლის ჩოგბურთელმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და მატჩი ბოლომდე მიიყვანა.

„კორტზე გატარებული თითოეული წუთი საშინელება იყო, თუმცა მაყურებლებისგან საოცარი მხარდაჭერა მივიღე. პირველივე წუთიდან ისინი ცდილობდნენ, ჩემთვის ძალა მოეცათ და ვწუხვარ, რომ ისე ვერ ვითამაშე, როგორც საჭირო იყო და მინდოდა.

რაც შეეხება გულისრევას, წლეულს ეს პრობლემა თითქმის ყველა მატჩში მქონდა. გულისრევის შეგრძნება მეუფლება და გული მერევა, რის შემდეგაც ჩემი ორგანიზმი ითიშება. კრუნჩხვები მეწყება და ტკივილს ვგრძნობ. არ ვიცი, ამას როგორ უნდა გავუმკლავდე. ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება. ვნახოთ“, — განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა პრესკონფერენციაზე.

ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირს პირველ წრეში 20 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა. ბოლოს ეს ავსტრალიაში, 2006 წელს მოხდა, როდესაც ჯოკოვიჩი პოლ გოლდშტაინთან დამარცხდა. ამ წაგების გამო „ნოლე“ 790 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და ტოპ 10-დან გავარდება, რაც 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცირედით ფავორიტი კვარაცხელიაა, დანარჩენები კი“ - პლატინიმ ოქროს ბურთზე ისაუბრა
„მცირედით ფავორიტი კვარაცხელიაა, დანარჩენები კი“ - პლატინიმ ოქროს ბურთზე ისაუბრა