„მცირედით ფავორიტი კვარაცხელიაა, დანარჩენები კი“ - პლატინიმ ოქროს ბურთზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ჯილდოზე თავისი ფავორიტი დაასახელა. პლატინიმ კვარაცხელია გამოარჩია და ასევე განაცხადა, რომ გამარჯვებულის ვინაობა ასეთი გაურკვეველი ჯერ არასდროს ყოფილა.
რას ამბობს პლატინი:
„პატარა ფსონს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელზე, კვარაზე ჩამოვიდოდი. ვფიქრობ, სწორედ მან მოაგებინა „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა. ამიტომაც ჩამოვდივარ მასზე პატარა ფსონს; არ მითქვამს, რომ ის ჩემი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მასზე მცირე ფსონს ნამდვილად დავდებდი.“
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მის შემდეგ ყველაზე ეფექტური კილიანია. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორც ვნახეთ, არის როდრი, რომელმაც ძალიან კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. ყველაზე ზღაპრული ფეხბურთელი ლამინ იამალია. ხოლო ის, ვინც ყველაფერი მოიგო, ფაბიან რუისია.“
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.