გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

მამარდაშვილი ლივერპულს ტოვებს? - ნოტინგემი ტრანსფერის დახურვას ჩქარობს

ბრიტანულ მედიაში, ბოლო საათების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ „ნოტინგემ ფორესტს“ „ლივერპულიდან“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს.

ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერის, მატეო მორეტოს მტკიცებით, „ნოტინგემის“ მიზანია, რომ ქართველი მეკარე უახლეოს ორ დღეში, კერძოდ კი სამშაბათს საღამომდე გაიფორმოს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები - სრულად ყიდვაზე, თუ იჯარით დამატებაზე, თუმცა უახლოეს საათებში ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გაირკვევა.

ასევე, კიდევ ერთი სატრანსფერო ინსაიდერი, საშა ტავოლიერი იუწყება, რომ „ლივერპული“ გენკიდან 18 წლის მეკარის, ლუკა ბრუგმანსის დამატებასთან ახლოსაა და მერსისაიდელები მას სწორედ გიორგი მამარდაშვილის შემცვლელად მოიაზრებენ.

ბოლო პერიოდში, მედიაში დაიწერა, რომ „ლივერპული“ ამჟამინდელ პირველ ნომერთან, ალისონ ბეკერთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს. ბრაზილიელ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია“ - იტალიური მედია კვერნაძის თამაშზე
„მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია“ - იტალიური მედია კვერნაძის თამაშზე