გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია“ - იტალიური მედია კვერნაძის თამაშზე

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. კვერნაძემ თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და პირველი გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამის გარდა, 23 წლის ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვერნაძემ იტალიური მედიისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Eurosport.it – 6.5 ქულა: ის არის ნაპერწკალი, რომელიც საკუთარი გუნდის შეტევას ანთებს. პირისპირ უტევს, დრიბლინგს მიმართავს, საფრთხეს ქმნის, საგოლე გადაცემას ასრულებს და დიდებულ მატჩს ატარებს. მოწინააღმდეგის მცველებს ის ნამდვილ თავის ტკივილს უჩენს.

Fantacalcio – 6 ქულა: მეურვეს პირისპირ ძალიან კარგად ეთამაშება და პირველ ტაიმში ორიოდე სახიფათო მომენტს ქმნის. მეორე ტაიმშიც „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.

TuttoFrosinone – 7.5 ქულა: თავის ფლანგზე შეუჩერებელი იყო, მეტოქეებს მუდმივად უქმნიდა პრობლემებს და შეასრულა საგოლე გადაცემა, რასაც რაიმონდოს პირველი გოლი მოჰყვა.

გიორგი კვერნაძისთვის ეს ახალ სეზონში სერია A-ში პირველი საგოლე მოქმედება იყო, თუმცა ქართველმა შემტევმა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა იტალიის თასზე, სადაც „იუვე სტაბიასთან“ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

2 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ სერია A-ში ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს და შესაბამისად, 3 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. კვერნაძის გუნდს მომდევნო მატჩი კოპა იტალიაზე, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ 2 სექტემბერს ელის, სერია A-ს მე-3 ტურში კი 6 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუგეშაშვილმა გალასთან გაიბრწყინა | გიოზთეფე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
გუგეშაშვილმა გალასთან გაიბრწყინა | გიოზთეფე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა