გუგეშაშვილმა გალასთან გაიბრწყინა | გიოზთეფე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურში გალათასარაიმ შინ გიოზთეფე 3:2 დაამარცხა. გიოზთეფეს ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა რთული დარტყმები მოიგერია. აღსანიშნავია მისი დაპირისპირება ვიქტორ ოსიმენთან, რომელსაც ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს არ გაატანინა, მეორე ტაიმში კი ერთ შეტევით ფაზაში ნიგერიელის ორი დარტყმა მოიგერია.
ლუკამ ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გაშვებულ გოლებში მას ვერ დავადანაშაულებთ, პირველი გოლისას ბურთმა მიმართულება ახლო მონაკვეთში შეიცვალა, რიკოშეტი იყო, გოლი დევინსონ სანჩესს ჩაეთვალა. მეორე გოლის ეპიზოდში გაბრიელ სარამ საკმაოდ ახლო მანძილიდან დაურტყა, ბურთს შეწვდა, თუმცა ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა, მესამე გოლი პენალტი იყო, ოსიმენმა გაუტანა. აღსანიშნავია რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს თამაშიდან არ გაატანინა.
2025 წლის ზაფხულში გუგეშაშვილი პანსერაიკოსიდან პაოკ-ში 1 მილიონ ევროდ გადავიდა. თუმცა, რაზვან ლუჩესკუმ მას პირველ გუნდში სათამაშო დრო არ მისცა, რის გამოც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ატრომიტოსში გაატარა. ქართველმა მეკარემ კლუბის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია, რომ პანსერაიკოსთან მოგებულ შეხვედრაში გუგეშაშვილმა პენალტიც მოიგერია. ლუკამ ატრომიტოსში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის სუპერლიგაში დარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახლა კი კარიერას გიოზთეფეში აგრძელებს.

პაოკ-მა ქართველი მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა, გამოსყიდვის უფლებით. 2023 წლიდან გიოზთეფეს ბულგარელი სპეციალისტი სტანიმირ სტოილოვი წვრთნის. კლუბი საკმაოდ ამბიციურია — გასულ სეზონში გიოზთეფემ თურქეთის სუპერლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.