მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„სონგი მერაბსა და იანს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს“ - რომან კოპილოვი

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, რომან კოპილოვმა სონგ იადონგისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბი შეაფასა და ჩინელს ბრძოლისთვის მომზადება მოუწონა. კოპილოვმა განაცხადა, რომ სონგ იადონგი მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.

რას ამბობს კოპილოვი:

„ძალიან დასანანი მარცხია უმარისთვის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ასეთ დონეზე ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი გადაწყვიტოს და ფავორიტის სტატუსი საბოლოო წარმატების გარანტიას არ გაძლევს. ეტყობა, რომ იადონგის გუნდმა უმარი კარგად შეისწავლა და საშინაო დავალება ფრიადზე შეასრულა. ახლა უმარს ისევ მოუწევს სატიტულო ბრძოლისკენ მიმავალი გზის თავიდან გავლა, თუმცა, თუკი მოახერხებს პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის სატიტულო ბრძოლაში დამარცხებულთან შეხვედრას, ეს გზა მნიშვნელოვნად შეუმცირდება. უმარს მოთმინებას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სოგნმა კი სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა და ეს მერაბისა და პიოტრის ბრძოლის შემდეგ უნდა იყოს.“

სონგ იადონგმა შანხაიში გამართული UFC Fight Night 286 ტურნირის ძირითადი ქარდის ბრძოლაში ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. უმარ  ნურმაგომედოვისთვის ეს მარცხი კარიერაში მეორე იყო, პირველად კი ის მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარი ნოკაუტში გაგზავნეს - სონგ იადონგის დიდებული გამარჯვება
უმარი ნოკაუტში გაგზავნეს - სონგ იადონგის დიდებული გამარჯვება